მარინა მამცემლიძე
Saturday, July 13, 2019
მეცხრე დღე
რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ საქაღალდეს ლინკი ბლოგში.ასევე,როგორ უნდა მოვახდინოთ პრეზენტაციის გადატა ბლოგზე. მოვ8ისმინეთ და განვიხილეთ პედაგოგების პროექტების პრეზენტაციები. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენერის კეთილშობილებით, მოთმინებით.დაუღალავად მასწავლიდა ჩემი პროექტისათვის საჭირო დავალებებს. მის ყველა რჩევას გავითვალისწინებ.დიდი მადლობა ქალბათონო მარეხ გაწეული შრომისათვის.
Sunday, July 7, 2019
მერვე დღე
დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ ჩვენს საქაღალდეებში რა მასალებია შეტანილი.
1.კურსის რესურსები- 21-საუკუნის უნარები, მიმართულების მიმცემი საკვანძო
საკითხები, ეროვნული სასწავლო გეგმა, ბლუმის ტაქსონომია, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
2. სასწავლო პროექტის გეგმა-გეგმის შაბლონი, დიფერენცირებული გრაფა, რა რესურსი გამოვიყენეთ, პროექტის პრეზენტაცია.
3. მოსწავლის ნიმუში-ერთი ჯგუფის სავარაუდო ნამუშევარი.
4. ფოტო და აუდიო-ვიდეო-სავარაუდო ნამუშევარში გამოყენებული სურათები და ბუკლეტის სურათები.
5. საავტორო უფლებების საქაღალდე-ლინკები.
6. შეფასებები-მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა, მოსწავლის თვითშეფასების ფორმა,თანატოლთა შეფასების ფორმა, მასწავლებლის დაკვირვების ფორმა,ვ.მ.ვ.-ფორმა
7.სასწავლო პროექტის დამხმარე -სკაფოლინგი-ხარაჩო მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის, დავალებების ბარათები, რომელსაც მოსწავლეებს მივცემთ სხვადასხვა აქტივობების დროს.
დიდი მადლობა დღევანდელი ნაყოფიერი მუშაობისათვის ქალბატონო მარეხ.
Saturday, July 6, 2019
მეშვიდე დღე
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.მადლობა ქალბატონო მარეხ გაწეული შრომისათვის.
Sunday, June 30, 2019
მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავეთ წყვილებში. ერთმანეთს შევუმოწმეთ გეგმის შაბლონები.
და შევასწორეთ ზოგიერთი საკითხები. გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურები. გვაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია. ცოტა გამიჭირდა მაგრამ
შედეგი სასიამოვნო იყო.დიდი მადლობა ქალბატონო მარეხ გაწეული შრომისათვის.
Saturday, June 29, 2019
მეხუთე დღე
მეხუთე დღე დატვირთული იყო. გავიმეორეთ განვლილი მასალა რომელიც ეხებოდა სასწავლო გეგმის შაბლონს.
ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა.ბლოგზე ფოტოების ატვირთვა,ფონის შეცვლა.დალინკვა.ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,მადლობა ქალაბატონ მარეხს
Sunday, June 16, 2019
4 დღე
განვიხილეთ გეგმის შაბლონი,ვისწავლეთ როგორ მოვახდინოთ წინარე ცოდნის დადგენა და შეფასება ,შეფასების სტრატეგიები ,პროექტზე დაფუძნებული შეფასება.,გეგმის შაბლონში წინარე ცოდნის შეფასებაში გამოვიყენე მეთოდი ვიცი მინდა ვიცოდე. .კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
Subscribe to:
Posts (Atom)